ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-10-19

კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტი

ივლისი 2012 - სექტემბერი 2012

კემბრიჯის უნივერსიტეტი ღია საზოგადოების ფონდებთან ერთად იწვევს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა გთავაზობთ სტაჟირებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კოლეჯში  ერთი თვის  ვადით ძირითადად ზაფხულის პერიოდში ( ივლისი-სექტემბერი).

პროგრამის მონაწილეები, როგორც წესი, უნდა იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგები  ან კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, რომელთაც აქვთ  სადოქტორო ხარისხი და სურთ იმუშავონ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  და კონსულტაციები მიიღონ და სამეცნიერო და აკადემიური კავშირები დაამყარონ იქაურ სპეციალისტებთან კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერ დარგში.

უპირატესობა  მიენიჭება მათ, ვინც მუშაობს ისეთ სპეციფიურ პროექტზე როგორიც არის წიგნი ან ახალი სალექციო კურსი და ასევე მათ, ვისაც არ ჰქონია უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

ის აპლიკანტები, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის ვადით ნამყოფნი არიან ან გეგმავენ გამგზავრებას უცხოეთში 2011 წლის 1 აპრილიდან კემბრიჯში გამგზავრების სავარაუდო თარიღამდე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან. ასევე არ დაიშვებიან ის აპლიკანტები, რომლებმაც წინა წლებში ისარგებლეს ამ გრანტით.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 12 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია კემბრიჯის უნივერსიტეტების დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერზე (http://www.cam.ac.uk/ )

საგანაცხადო ფორმებისათვის გთხოვთ მოგვმართოდ შემდეგ მისამართზე ან იხილოთ ვებ გვერდი  www.cie.ge

საერთაშორისო განათლების ცენტრი
თბილისი, ჭოველიძის 10
საკონტაქტო ტელეფონი: 2 25 26 15

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ   ორშაბათს 15 საათზე.


იხილეთ დანართი 1, დანართი 2, დანართი3.
Print

« იხ. ყველა სიახლე