ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-16

პროფესორ აპოლონ შეროზიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება

23 ივნისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, პროფესორ აპოლონ შეროზიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.

ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანი გაფრინდაშვილი და თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი დემურ ჯალაღონია.

პროგრამის სანახავად იხილეთ ბმული 1 და ბმული 2.


მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, აუდიტორია #107


Print

« იხ. ყველა სიახლე