ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-13

საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის

იურიდული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, ორ იმიტირებულ სასამართლო პროცესში (ტელდერსი და ჯესაპი) მონაწილეობის მისაღებად, აცხადებს კონკურსს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განცხადება და გააგზავნონ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: eka.siradze@tsu.ge. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 21 სექტემბერი.

გასაუბრება ჩატარდება 2016 წლის 27 სექტემბერს 17:00 სთ-ზე 115-ე ოთახში (II კორპუსი).

გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე და, მათ შორის, შეეხება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დარგებსა და გამოწვევებს.

კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებია:
1.უნდა იყოს თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი. ეს სტატუსი მას უნდა ჰქონდეს 2017 წლის აპრილის თვეშიც;
2.თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (როგორც მეტყველება, ისე წერა);
3.გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის (სასურველია ასევე - საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის) კურსი.

Print

« იხ. ყველა სიახლე