ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-24

ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში, იტალია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მაგისტრატურის პირველი, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან:

ბაკალავრიატი: არქეოლოგია, ისტორია, თეოლოგია, ფილოსოფია, შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობა, ინგლისური ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია;
მაგისტრატურა: არქეოლოგია, ახალი და უახლესი ისტორია, ფილოსოფია, ანგლისტიკა, რომანული ფილოლოგია (იტალიური ფილოლოგიის მოდული);
დოქტორანტურა: არქეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნებათმცოდნეობა;
აკადემიური პერსონალი: არქეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, თეოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია;
ადმინისტრაციული პერსონალი: ცენტრალური ადმინისტრაცია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ან  იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
პასპორტის ასლი
პირადობის მოწმობის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი - 2016 წლის 12 ოქტომბერი ან ენის საერთაშორისო სერთიფიკატი)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით); ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები: დანართი 2; დოქტორანტურის სტუდენტები: დანართი 3
ბაკალავრის დიპლომი (მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები)
მაგისტრის დიპლომი (დოქტორანტურის სტუდენტები)
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის: დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (წერილის მოსაპოვებლად CV და საკვლევი გეგმის მონახაზი უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: international.cooperation@unive.it)
არსებობის შემთხვევაში: სოციალურ/ეკონომიკური პრობლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული)

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
პასპორტის ასლი
პირადობის მოწმობის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მონახაზი უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: international.cooperation@unive.it)
შევსებული და ხელმოწერებით/ბეჭდით დამოწმებული სამუშაო გეგმა; დანართი 4

შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება/გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად; მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 360 ევრო)
პერსონალი: 140 ევრო დღიურად მობილობის მე-14 დღემდე, 70% 15 დღიდან 30-ე დღემდე; მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 360 ევრო)

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები: 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრი - 5 თვე
დოქტორანტურის სტუდენტები: 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრი - 6 თვე
აკადემიური პერსონალი: 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი ან 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრი - 28 დღე
ადმინისტრაციული პერსონალი: 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი ან 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრი - 5 დღე

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 20 იანვრის 16 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmusplus@tsu.ge

დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე - დანართი 5.
 
შენიშვნა: აკადემიური პერსონალის მობილობის შემთხვევაში სავალდებულოა კვირაში 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!

Print

« იხ. ყველა სიახლე