ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-08-14

შვეიცარიის მთავრობის კვლევითი სტიპენდიები 2019/2020 წლისთვის

2019-2020 წლისთვის შვეიცარიის მთავრობა იწყებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო სტიპენდიების გაცემას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ შემოთავაზებული სტიპენდიების სახეობისა და მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას ბმულზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ მიიღოთ სტიპენდია, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tif.vertretung@eda.admin.ch
- რა სახის სტიპენდია გსურთ
- სამოტივაციო წერილი
- აქტუალური და სრული ბიოგრაფია (დაბადების თარიღის მითითებით)

ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ, საელჩო გამოგიგზავნით განაცხადისათვის საჭირო საბუთების სრულ პაკეტს.

საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა არის 2018 წლის 23 ნოემბერი.


Print

« იხ. ყველა სიახლე