ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-04

სტუდენტური კონფერენცია - ანტიკურობის თანამედროვეობა

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს III ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - ანტიკურობის თანამედროვეობა.

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისისსა თუ რეგიონებში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 12-13 მაისს.

გთხოვთ, მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები 2017 წლის 20 აპრილამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:classics.tsu@gmail.com

საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე
ტელ: +995 577 42 69 82

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი.

განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 300 სიტყვა

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2017 წლის 24 აპრილს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

Print

« იხ. ყველა სიახლე