ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-06

გრძელდება აპლიკაციების მიღება კონფერენციაში “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ მონაწილეობის მისაღებად

16-18 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“. კონფერენცია ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, ევროკავშირის, ასოციაცია Georgia Proeuropa-ს, საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით.

ინტერდისციპლინარული კონფერენცია “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“, მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას ევროპული ღირებულებების მნიშვნელობას უნივერსალური ფასეულობების ჩამოყალიბებაში, მათ გავრცელებას და ეროვნული იდენტoბის პრობლემატიკის განხილვას. ამჟამად ეს თემები განსაკუთრებულად აქტუალურია და დემოკრატიისა და მოდერნულობის გზაზე მყოფ საქართველოს პოლიტიკური აზროვნების დახვეწაში, სახელმწიფოებრიობის იდეის განვრცობაში და თანამედროვეობის შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოაყალიბებაში შეუწყობს ხელს.

წარმოდგენილი მოხსენებები და მათ ირგვლივ გამართული დებატები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და მისი მხრიდან მკაფიო პოზიციის გამოკვეთას. მულტიდისციპლინარული მიდგომით განპირობებული კონფერენციის ფორმატი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, წარმოაჩინონ ევროპული ფასეულობების როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში და ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები ჩვენი საზოგადოების ევროპული ღირებულებებისაკენ სწრაფვასა და ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გზით.

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

კონფერენციის მონაწილეებმა სააპლიკაციო ფორმა და აბსტრაქტები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:
georgie.europe.2014@gmail.com

2014 წლის 28 მარტამდე მიიღება მხოლოდ ელექტრონული აპლიკაციები.

კონფერენციის ენა:

დამატებითი ინფორმაციისთვის, კონფერენციის გადასახადსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ საიტს:
http://georgie-europe2014.tsu.ge/french_geo/

ან მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:
ი. ჭავჭავაძის 36, თსუ V კორპუსი, რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი 0179
ტელ : +995 593 139 373 ნინო რევაზიშვილი
+995 593 243 123 ქეთევან ქუსიკაშვილი

Print

« იხ. ყველა სიახლე