ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-25

თსუ ტარტუს უნივერსიტეტს უსამძიმრებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტარტუს უნივერსიტეტს რექტორის, პროფესორ  ვოლი კალმის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტარტუს უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ  ვოლი კალმის გარდაცვალების გამო.

პროფესორი კალმი გახლდათ გამორჩეული ლიდერი და მკვლევარი, თსუ-ს კარგი მეგობარი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ესტონელი და ქართველი ხალხის პარტნიორობის გაღრმავებისა და კავშირის გაძლიერების თვალსაზრისით. იგი გახლდათ სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზმის გულშემატკივარი.

აქტიური მხარდამჭერი ევროპის კავშირის მარი კიურის ოთხწლიანი პროექტისა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ორ სხვა პარტნიორთან ერთად ხორციელდებოდა. ამ პროექტის მეშვეობით, ასობით მკვლევარს, პროფესორს, ადმინისტრაციის წარმოამდგენელს შესაძლებლობა ჰქონდა განევითარებინა და გაეძლიერებინა კავშირები, გაეუმჯობესებინა ცოდნა ევროპული კვლევების თვალსაზრისით“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.  

2017 წლის ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესორ კალმს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

Print

« იხ. ყველა სიახლე