ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-09-16

ერთკვირიანი თამაშები გერმანიის ქალაქ ცვაიბრუკენში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრება.

თამაშები გაიმართება ა/წ ოქტომბრის ბოლოს. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (მგზავრობა, დაზღვევა, დაბინავება, კვება) უნდა აანაზღაუროს თავად სტუდენტმა.

დაინტერესებულმა პირებმა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი და ა/წ 5 ოქტომბრის ჩათვლით მიმართეთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).



დანართი 1
დანართი 2
Print

« იხ. ყველა სიახლე