ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-23

მე-7 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში: ქალთა ჩაგვრის მანიფესტაციები და საპასუხო წინააღმდეგობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აცხადებს ერთობლივ მე-7 ყოველწლიურ კონფერენციას გენდერის კვლევაში: ქალთა ჩაგვრის მანიფესტაციები და საპასუხო წინააღმდეგობა.

კონფერენცია გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) ჩათვლით აღინიშნება. კონფერენცია საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკლევრებს წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, როგორც ქალთა ჩაგვრის სხვადასხვა მანიფესტაციებზე, ასევე მასზე საპასუხოდ წარმოქმნილ ახალ სოციალურ მოძრაობებზე. დიდი ხნის განმავლობაში ქალთა საკითხი მიიჩნეოდა,  პირად და ინტიმურ პრობლემად. ფემინისტების თვალსაზრისით “პირადი” გამოცდილება არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ ის მჩაგვრელი სისტემით არის განპირობებული და სტრუქტურული და სისტემური ხასიათისაა. ჩაგვრის ისეთი ფორმები, როგორიცაა: ექსპლუატაცია, გარიყვა, უძლურება, ძალადობა და კულტურული იმპერიალიზმი, ხშირად ერთმანეთს გადაკვეთს და წარმოშობს ჩაგვრის კომპლექსურ ფორმას. სოციალური უსამართლობა წარმოშობს ძლიერ იმპულსებს საპასუხო წინააღმდეგობისთვის, სოციალური მოძრაობებებისა თუ ცალკეულ პიროვნებათა აქტივიზმის სახით, კონფერენციის იდეაა,  წარმოაჩინოს ურთიერთქმედება ჩაგვრასა და მისდამი წინააღმდეგობას შორის.

კონფერენციის თარიღი: 30 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 2015

კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი

კონფერენციის ენა:  ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანით)

კონფერენციაზე მიღებული იქნება ნაშრომები შემდეგ თემებზე:
1.ჩაგვრის მანიფესტაციები საზოგადოებრივ და პირად სფეროებში:
•გენდერული ჩაგვრის მანიფესტაციები ოჯახში / პირად სფეროში
•შრომითი მიგრაციის გენდერული ასპექტები
•გენდერული ჩაგვრის მანიფესტაციები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში
•გენდერული ჩაგვრის მანიფესტაციები სამუშაო ადგილზე
•გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობა

2.გენდერი და სოციალური მოძრაობები საქართველოში
•ქალთა მოძრაობა საქართველოში (უწინ / დღეს)
•სოციალური მოძრაობები და ქალთა მონაწილეობა ამ პროცესებში
•პროტესტი და წინააღმდეგობა
•სოციალური მოძრაობების გენდერული ასპექტები

აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის, 25 ოქტომბერი.

იხილეთ აპლიკაციის ფორმა

განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: genderinstitute@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე