ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-22

მიღება კურსზე „კონფლიქტის სოციალურ–ფსიქოლოგიური ანლიზი და მართვის მექანიზმები“

კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ინსტიტუტი „კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდულ ცენტრთან“ თანამშრომლობით აცხადებს მიღებას შემდეგ კურსზე დასასწრებად:  „კონფლიქტის სოციალურ–ფსიქოლოგიური ანლიზი და  მართვის მექანიზმები“ .
 
კურსის მსვლობის დროს წაკითხული იქნება ლექციები:
  1. კონფლიქტის ანალიზის თეორიული საფუძვლები (თეორიას მოყვება პრაქტიკული სავარჯიშოები);
  2. კონფლიქტის მართვის ფსიქოლოგიური მექანიზმები;
  3. საერთაშორისო კონფლიქტები;
  4. ტრენინგები კონფლიქტურ თემებზე;
  5. ფილმის ჩვენება და ანალიზი.

კურსზე დასწრების მსურველებმა გააგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conflict.kttn@gmail.com  

კურსი სერთიფიცირებულია. სერტიფიკატის ღირებულებაა 90 ლარი. ყველა მსურველს, ვისაც სერტიფიკატის მიღება არ სურს, კურსზე დასწრება შეუძლია უფასოდ.

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა  31 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 5 93 727793 ან ეწვიეთ facebook-ის გვერდს.

Print

« იხ. ყველა სიახლე