ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-11-28

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას „ორი ამერიკა: წარსული, აწმყო, მომავალი“

ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრე
2013 წლის 30 მარტს ატარებს
სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას
„ორი ამერიკა: წარსული, აწმყო, მომავალი“
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სასწავლო პროგრამების სტუდენტებს.
მოხსენებების თემატიკა ფართოა და ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნების ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ისტორიას, პოლიტიკას, განათლებას, რელიგიას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, მასმედიას, სამართალს, ეკონომიკას, სოციალურ და ქალთა საკითხებს და ა.შ.
სამუშაო ენა: ქართული / ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტა, ქვეყანა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი საფეხურისა და კურსის მითითებით, სამეცნიერო ხელმძღვანელი და მისი აკადემიური თანამდებობა)
• მოხსენებები სრული ტექსტისა (5-6 გვერდი, Font: Sylfaen, ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1,5) და თეზისების სახით (ერთი გვერდი, ქართულ და ინგლისურ ენებზე).
• ხელმძღვანელის რეკომენდაცია
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: mariamikhat@yahoo.com არაუგვიანეს 2013 წლის 11 მარტისა.
მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით mariamikhat@yahoo.com
მისამართი: თსუ, მე–2 კორპუსი, ოთახი 165 (ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი).
ტელ: +995 032 2250678


---------------------------------------
English Version


Print

« იხ. ყველა სიახლე