ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-13

მიგრაციის საშემოდგომო კვირეული

2015 წლის 19 – 22 ოქტომბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიგრაციის მეცნიერებათა შესახებ ENIGMMA-ს საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში, მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლექციათა ციკლი გაიმართება. ლექციათა ციკლი თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან და მიგრაციის საკითხებზე სახელმწიფო სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით ჩატარდება.

ღონისძიება 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიხსნება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული სტუდენტები, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, მიგრაციის საკითხებზე სამთავრობო კომისიის სამდივნოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მიგრაციის მეცნიერებათა შესახებ ENIGMMA-ს საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებულია (1) ლექცია და (2) სემინარების ციკლი მიგრაციის მეცნიერებათა შესავალთან დაკავშირებით (მხოლოდ ინგლისურ ენაზე) დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ დარეგისტრირდნენ ლექციასა და სემინარებზე შემდეგ მისამართზე მეილის გამოგზავნით: enigmma@icmpd.org, სადაც მიუთითებენ თავიანთ სასწავლო პროგრამას/სამუშაო ადგილს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე