ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-02-05

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსს.

საპროექტო განაცხადის ტიპი:               
ინდივიდუალური (მობილობა)
ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებისათვის: კონფერენცია/სეზონური სკოლა)

კონკურსის განრიგი და ვადები:
2019 წლის 5 თებერვალი - კონკურსის გამოცხადება;
7 თებერვალი და 21 თებერვალი - ჯგუფური კონსულტაციები;
24 თებერვალი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
11 თებერვალი - 1 მარტი, 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში;
5 მარტი, 16:00 საათი - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;   

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე



Print

« იხ. ყველა სიახლე