ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-03

ყოველწლიური ახალგაზრდული სიმპოზიუმი საბერძნეთში

2018 წლის 19-23 აპრილს, საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში გაიმართება ყოველწლიური ახალგაზრდული სიმპოზიუმი სახელწოდებით “Annual World Cultural Heritage Youth Symposium”. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები (არანაკლებ 12 წლისა), სტუდენტები და მასწავლებლები UNESCO-ს ასოცირებული სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, ასევე საგანმანათლებლო და კულტურის ორგანიზაციებიდან.

სიმპოზიუმის მონაწილეები გაეცნობიან ძველი საბერძნეთის ცივილიზაციას და მათ მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი ქვეყნის კულტურა.

სიმპოზიუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე
Print

« იხ. ყველა სიახლე