ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-18

თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXI საერთაშორისო გაფართოებული სხდომები

19 აპრილს 14:00 საათზე ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ილია  ვეკუას  აუდიტორიაში შედგება ინსტიტუტის სემინარის XXXI საერთაშორისო გაფართოებული სხდომების გახსნა. ფორუმი ეძღვნება აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 110 წელს. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუ ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები. მონაწილეობას იღებენ მეცნიერები პოლონეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ეგვიპტიდან. მოსმენილი იქნება 100-ზე მეტი მოხსენება 11 სექციაზე. სექციური სხდომები ჩატარდება 19-21 აპრილს ინსტიტუტის შენობაში და თსუ მე-11 კორპუსში.

19 აპრილს 15:00 საათზე შედგება სექცია მათემატიკასა და ინფორმატიკაში თბილისის საერთაშორისო ცენტრის (TICMI) პრემიის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილე სტუდენტებისთვის.

ფორუმის დახურვა და კონკურსში მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება შედგება  21 აპრილს 13:30 საათზე.

23 აპრილს 16:00 საათზე  ილია ვეკუას დაბადების დღეს დაგეგმილია ილია ვეკუას საფლავზე გასვლა მთაწმინდის პანთეონში.


Print

« იხ. ყველა სიახლე