ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-26

სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები.

2014 წლის 23–27 სექტემბერს თბილისში ტარდება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და  იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები.

გათვალისწინებულია შემდეგი განრიგით მუშაობა:
23.09 – მონაწილეთა ჩამოსვლა; 24.09–25.09 –  პლენარული სხდომები და სექციების მუშაობა; 26.09  –  საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის, ქვეყნის  ანტიკური დედაქალაქის მცხეთის, ნაქალაქარ  ძალისას ძეგლებისა და არქეოლოგიური გათხრების დათვალიერება; 27.09  –  ჩამოსულ მონაწილეთა გამგზავრება

კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ქართული. იწარმოებს მოხსენებების სინქრონული თარგმანი: ქართულენოვანის –  ინგლისურად, უცხოენოვანის –  ქართულად.
რეგლამენტი  20 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ და 2014 წლის 25 აპრილამდე ელფოსტით გადმოგვიგზავნოთ თანდართული ცირკულარი და მოხსენების ანოტაცია (არა უმეტეს 300 სიტყვისა). პასუხს კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციით ჩვენგან მიიღებთ 25 მაისამდე.
გათვალისწინებულია კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების გამოქვეყნება.
სარეგისტრაციო გადასახადი 50 ევრო ან მისი ეკვივალენტი ლარში. გადახდა 23 ან 24 სექტემბერს საორგანიზაციო კომიტეტში

მისამართი:
საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი
ი. ჭავჭავაძის 13, 0179 თბილისი
ტელ. (+995 32) 2 22 11 81
ელ-ფოსტა: greekstudies@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე