ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-05-18

ცხადდება პროექტების მიღება ფრანგულ ენაზე სწავლებისა და კვლევითი პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში

ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური  და აღმოსავლეთ ევროპის  ბიურო აცხადებს პროექტების მიღებას ფრანგულენოვანი აკადემიური პერსონალისთვის „ფრანგულ ენაზე სწავლებისა და კვლევითი პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში“.

 პროექტის მიზანია  ხელიშეუწყოს ფრანგული ენის სპეციალისტებს ცოდნის გაღრმავებაში, დახმარება გაუწიოს  ფრანგულენოვან ცენტრებს და მხარიდაუჭიროს პრიორიტეტული თემატიკის მიმართულებით კვლევითი პროგრამების გახორციელებას.

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 9 ივნისამდე განაცხადი უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projet-p1.beco@auf.org   

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი ან ელექტრონული გვერდი: www.auf.org/regions/europe-centrale-orientale/
Print

« იხ. ყველა სიახლე