ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-04

საერთაშორისო კონფერენცია - „საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია“

5-6 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია - „საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია“ გაიმართება. კონფერენციის მსვლელობისას განიხილება საბჭოთა პერიოდის ტერმინოლოგიური პრობლემები და თანამედროვე გამოწვევები. კერძოდ, დარგობრივი (ლინგვისტური, სამართლის, საზღვაო, სამხედრო, კომპიუტერული და ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული) ტერმინოლოგიის თარგმანისა და სტანდარტიზაციის საკითხები; ტრადიციული ტერმინოლოგიური ლექსიკონების, თანამედროვე ტერმინოლოგიური კორპუსებისა და თეზაურუსების შედგენის მეთოდები.

კონფერენციის პროგრამა და თეზისები იხილეთ დანართში.
Print

« იხ. ყველა სიახლე