ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-16

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაზარალებულთათვის სპეციალური საბანკო ანგარიში გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, აგრეთვე, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღსადგენად სპეციალური ანგარიში გახსნა.  სპეციალურ ანგარიშზე თსუ პროფესორებს, სტუდენტებს, თანამშრომლებს, გარე იურიდიულ პირებს, გარე ფიზიკურ პირებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა ლარებში (მიზნობრიობის მითითებით). (სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708967509, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი 204864548).
სტიქიის შედეგად გარდაიცვალა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტატურის სტუდენტი მარიამ ქუთელია, დღემდე დაკარგულად ითვლება თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურის მეორე სტუდენტი ივლიტა ჯიბუტი, თსუ რამდენიმე სტუდენტის სახლი დაზიანდა, განადგურდა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია.

Print

« იხ. ყველა სიახლე