ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-10-08

სამეცნიერო კონფერენცია „შექსპირის გავლენა თანამედროვეობაზე“

10-13 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი მართავს სამდღიან საერთაშორისო სამეცნიერო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას „შექსპირის გავლენა თანამედროვეობაზე.“

კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის დიდი ბრიტანეთი (ოქსფორდის უნივერსიტეტი), აშშ, იტალია, თურქეთი, ირანი; ასევე ქართველი მკვლევარები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

კონფერენციის დასასრულს ქართველი რეჯისორის რობერტ სტურუას სპექტაკლის „ქარიშხალის“ ვიდეოჩვენება-განხილვა მოეწყობა.
კონფერენცია გაიხსნება 10 ოქტომბერს 11.00 საათზე თსუ პირველ კორპუსში, 212-ე აუდიტორიაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე