ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-15

თსუ გმობს ძალადობის ფაქტს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მკაცრი რეაგირება ექნება სტუდენტების მხრიდან  ძალადობის ნებისმიერ ფაქტზე. „ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და უნივერსიტეტის რექტორისთვის 14 მარტს მომხდარი ინციდენტი აბსოლუტურად მიუღებელია. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი და უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ  მსგავსი რამ  არ განმეორდეს. მომავალშიც ჩვენი მხრიდან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას  მკაცრი რეაგირება მოჰყვება,“-განაცხადა თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

ინციდენტთან დაკავშირებით რექტორმა  შეხვედრები გამართა როგორც თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე დაზარალებულ სტუდენტთან. ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, საქმის ვითარებაში გარკვევის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება. ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად დაფარავს დაზარალებული სტუდენტის მკურნალობის ხარჯებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით,  მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით ყველა სასწავლო კორპუსში გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები, დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები, გაიზრდება უსაფრთხოების სამსახურის თანამშომლების რაოდენობა.
Print

« იხ. ყველა სიახლე