ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-18

კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება  კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

სტიპენდიების ჩამონათვალი:

იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
უცხო ენები, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული, ევროპული კვლევები, კულტურის მეცნიერებები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 12 დღე
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, მასობრივი კომუნიკაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
http://www.uni-salzburg.at/index.php?id=52
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
საკონტაქტო პირი: reinhard.c.heinisch@sbg.ac.at
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
http://www.uim.aku.edu.tr/
ეკონომიკა, ისტორია, ბიოლოგია, სოციოლოგია, ბიზნესი, ტურიზმი, მედიცინა, იურიდიული
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
http://www.uclouvain.be/index.html
ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ფსიქოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია)
https://www.ulisboa.pt/en
ჰუმანიტარული მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ცენოვის ეკონომიკის აკადემია (ბულგარეთი)
https://www.uni-svishtov.bg/?ver=EN
ეკონომიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
http://www.univ-paris8.fr/en/
კომპიუტერული მეცნიერება, გეოპოლიტიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი)
https://www.insa-rennes.fr/
კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
http://www.univ-catholille.fr/about-us/welcome.asp
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული, ბიზნესი, ჟურნალისტიკა, ურბანისტიკა, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის ხანგრძლივობა:1 კვირა
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა გერმანული უნივერსიტეტი (შპაიერი, გერმანია)
http://www.uni-speyer.de/en/university.php
იურიდიული, საჯარო მმართველობა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unitus.it/
ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა, ეკოლოგია, გეოგრაფია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 8 დღე
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
https://www.hiof.no/english
ეკონომიკა, ბიზნესი, პოლიტიკის მეცნიერება, კულტურის კვლევები, მასობრივი კომუნიკაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
სოფიას უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
https://www.uni-sofia.bg/eng
გეოლოგია, გეოგრაფია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
გდანსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
https://pg.edu.pl/
ქიმია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ოპოლეს უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://hello.uni.opole.pl/
ინგლისური ენა
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
საკონტაქტო პირი: Prof. Ewa Piechurska-Kuciel - epiech@uni.opole.pl
 რზეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
https://w.prz.edu.pl/
ეკონომიკა და ბიზნესი
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
საკონტაქტო პირი: Ms. Monika Stanisz - monikas@prz.edu.pl
 ბუქარესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
http://www.unibuc.ro/
ფილოსოფია, ეთიკა, სოციოლოგია, კულტურის მეცნიერებები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ ან იტალიურ  ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 29 ნოემბრის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
ავსტრია, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი, იტალია, პოლონეთი, ნორვეგია, საფრანგეთი: 140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია, პორტუგალია: 120 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
შესაძლოა, გასაუბრებები პარიზი 8-ისა და რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის სტიპენდიების მოსაპოვებლად გაიმართოს სხვა კონკურსებისგან/გასაუბრებებისგან განცალკევებით.
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე