ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-28

ამერიკის საელჩო საქართველოში სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას აცხადებს

ამერიკის საელჩო საქართველოში სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას აცხადებს. სტაჟირება ცხადდება ორ პოზიციაზე: სტაჟიორი თავდაცვის სფეროში საფრთხის შემცირების სააგენტოში და სტაჟიორი რეგიონული უსაფრთხოების განყოფილებაში.

სტაჟირება მოიცავს ნახევარგანაკვეთიან სამუშაო დღეს, კვირაში 20-30 სთ.

სტაჟირების ვადა 6 თვე.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის  სტუდენტებს. აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.

სტაჟირების მსურველებმა დოკუმენტაცია მატერიალური სახით უნდა წარმოადგინონ აშშ-ის საელჩოში ან გაგზავნონ ფაქსით.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულებზე:

სტაჟიორი თავდაცვის სფეროში საფრთხის შემცირების სააგენტოში

სტაჟიორი რეგიონული უსაფრთხოების განყოფილებაში
Print

« იხ. ყველა სიახლე