ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-09

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტი "დღე თსუ-ში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს „დღე თსუ-ში“.

პროექტი განხორციელდება 2017-2018 სასწავლო წელს.

პროექტი გულისხმობს ექსკურსიებს პირველ კორპუსში, მუზეუმების, პლანეტარიუმის და ლაბორატორიების დათვალიერებას.

ექსკურსიაში მონაწილეთა რაოდენობა - ერთი კლასი (არა უმეტეს 30 მოსწავლისა).

ექსკურსიაში მონაწილეობის შესახებ კლასის დამრიგებელმა ან პასუხისმგებელმა მასწავლებელმა უნდა შეგვითანხმოს ექსკურსიის კვირის დღე და თარიღი, რისთვისაც უნდა შეავსოს ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა და მიიღოს ჩვენგან პასუხი.

სარეგისტრაციო ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე