ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-03

ილია აბულაძისადმი მიძღვნილი V სამეცნიერო კონფერენცია

2015 წლის ნოემბრის ბოლოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება ილია აბულაძისადმი მიძღვნილი V სამეცნიერო კონფერენცია

სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი თემატიკა:
•  კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია;
•  წყაროთმცოდნეობა-დიპლომატიკა;
•  პალეოგრაფია-ეპიგრაფიკა;
•  ხელნაწერი წიგნის ხელოვნება;
•  არქივთმცოდნეობა;
•  რესტავრაცია;
•  დიგიტალიზაცია, ელ. რესურსები;
•  ძველი ნაბეჭდი წიგნი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 2015 წლის 15 ნოემბრამდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სწავლულ მდივანთან წარმოადგინოთ (გამოაგზავნოთ ელ-ფოსტით) მოხსენების სათაური და მოკლე თეზისები (მაქსიმუმ 2 გვერდი).

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სწავლული მდივანი - შალვა გლოველი 
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. 1/3,
საკონტაქტო ტელ.:  599 347447
ელ-ფოსტა: science@manuscript.ac.ge   
          shalva.gloveli@manuscript.ac.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე