ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-10

პოეზიის კონკურსი „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის, ჟურნალისტთა კავშირისა და აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მონაწილეობით, ატარებს დათა გულუას ხსოვნისადმი მიძღვნილ პოეზიის კონკურსს - „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“.

კონკურსზე დაიშვებიან 15-30 წლის მოქალაქეები. ქართულ ენაზე გამოუქვეყნებელი ლექსის (არაუმეტეს სამისა) წარმოდგენის ვადა:  2018 წლის 16 აპრილამდე.

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები და პრიზები.

საკონტაქტო ინფორმაცია: 231 51 30, 599 10 53 35.
ელ.ფოსტა: sulierebadakultura@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე