ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-19

კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტსა და დუზჯეს უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტსა და დუზჯეს უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლისთვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური  პერსონალისთვის.    

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

სააპლიკაციო ფორმა ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტისთვის (დანართი 1 და დანართი 2);
სააპლიკაციო ფორმა დუზჯეს უნივერსიტეტისთვის (დანართი 1 და დანართი 2); 
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ინგლისური/თურქული ენის (B2) (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი - ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა; სტუდენტებმა, რომლებმაც 2019 წლის 1,2 ოქტომბერს გაიარეს B2 დონის ტესტირება და გადალახეს მინიმალური ზღვარი (71 ქულა) შეუძლიათ წარმოადგინონ აღნიშნული ცნობა);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, სემესტრის მითითებით);
ნიშნების ფურცელი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
CV (ევროპულ ფორმატში);
პასპორტის ასლი.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

სააპლიკაციო ფორმა ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტისთვის;
სააპლიკაციო ფორმა დუზჯეს უნივერსიტეტისთვის;
შევსებული სამუშაო გეგმა ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული);
შევსებული სამუშაო გეგმა დუზჯეს უნივერსიტეტისთვის (დანართი 4) (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული);
CV (ევროპულ ფორმატში).

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 2 მარტს 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე: mevlana@tsu.ge 

მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ  პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA, MA, PhD)
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი;
2. სემესტრი;
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA);
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა;
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი.


შენიშვნა:
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: mevlana@tsu.ge 

დაწვერილებითი ინფორმაცია მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე