ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-03

"სახალისო ლექციები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში"

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის და "საბავშვო უნივერსიტეტის" მიერ ორგანიზებული საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის პარალელურად, ფაკულტეტის მასშტაბით, 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, გრძელდება "სახალისო ლექციები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში"

სად ? როდის ?
თსუ 11-ე კორპუსის 010 აუდიტორია, 2015 წლის 6 მარტიდან ყოველ პარასკევს 16:00 -17:00 საათზე.

ჩვენ კვლავაც მოგიწოდებთ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა  უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების საზოგადოებისათვის წარმოჩენაში და ახალგაზრდა თაობის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებაში !
გთხოვთ თქვენი მონაწილეობა დააფიქსიროთ სახელის და გვარის, აკადემიური თანამდებობის, ლექციის სახელწოდების და თარიღის მითითებით ამა წლის 9 თებერვლამდე შემდეგ ლინკზე:  

http://doodle.com/zctmaznzgbtm8k3v

საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის ღონისძიების პროგრამა


Print

« იხ. ყველა სიახლე