ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-11

ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში

8 - 13 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ატარებენ ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას გამოყენებით მათემატიკაში „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ - 12“.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოსწავლეებს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით. განცხადებები მიიღება 11 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, 13.00-16.00 სთ-მდე სამუშაო დღეებში. გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 5 იანვარს 13.00-15.00 სთ. მოსწავლეები დაიყოფა 4 ასაკობრივ ჯგუფად, თითოეულში 15-მდე მოსწავლე. მშობელთა შეკრება ჩატარდება 6 იანვარს 14.00 სთ-ზე.

საკონტაქტო პირი და კოორდინატორი ქ-ნი ჟანა ბოლქვაძე - 557 66 64 51

ელ.ფოსტა: informtb@gmail.com
ვებგვერდი: https://www.facebook.com/nabijebi

განცხადება იხილეთ ბმული სახით

მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 13; თსუ, მე-11 (ბიოლოგების) კორპ. #350 ოთახი.

 

 


Print

« იხ. ყველა სიახლე