ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-29

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (www.eqe.ge) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ:№127/01-01,28.07.2016):
მობილობის ვადები:

პროცედურული ვადები:
საგამოცდო ვადები:
ვაკანტური ადგილები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 –2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება N124/01-01, 13.07.2016

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმომსვლელებისათვის ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი არჩევითი საგნის (ფიზიკა/მათემატიკა) ჩაბარების შესახებ.

კრედიტების აღიარება

მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ - №74/2012 დადგენილების შესაბამისად.

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2016 წლის 5 - 6 სექტემბერს.

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი კრედიტების აღიარების შემდგომ წერილობით ადასტურებს თანხმობას/უარს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №108; ტელ.: (+995 32) 2 23 29 61.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N5, მე-3 სართულ, ტელ: (+995 32) 2 23 11 61

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 22 21 08

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: 2 39 18 75 (74))

Print

« იხ. ყველა სიახლე