ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-15

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტი 2014-2015 სასწავლო წლისთვის განახორციელებენ ერთობლივ სამაგისტრო სტიპენდიის პროგრამას კომპანია "British American Tobacco“ (BAT) ხელშეწყობით.

2014-15 სასწავლო წელს ბრემენის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში გაიგზავნება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამი სტიპენდიანტი, რომლებიც მიიღებენ კომპანია "British American Tobacco“ (BAT) -ს 10 თვიან სტიპენდიას.

ამ მიზნით ცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის და მაგისტრატურის პირველი კურსის წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც ამ დროისთვის სხვა სტიპენდიას არ იღებენ.

კონკურსანტებს მოეთხოვებათ მინიმალური GPA 3.0 და ორი უცხო ენის ცოდნა: გერმანული B1 და ინგლისური B2 დონეზე.

კონკურსი შედგება ორ ტურად. პირველი ტური იქნება შესარჩევი ეტაპი, რომელსაც ჩაატარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. მეორე ეტაპი შედგება გასაუბრების სახით, რომელსაც ჩაატარებს სპეციალურად შექმნილი ბორდი.

უცხო ენაში წერითი გამოცდა ჩატარდება მეორე კორპუსში, ოთახი 204 (მის.ჭავჭავაძის გამზირი # 3):
 
19 მაისს, 11 საათზე - გერმანული  B1

20 მაისს, 11 საათზე - ინგლისური  B2

გამოცდაზე სტუდენტებმა აუცილებლად თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა!
დამატებითი საკონტაქტო ინფორმაციისთვის დარეკეთ: ტელ. 2250212, მობ. 577172227
Print

« იხ. ყველა სიახლე