ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-25

კავკასიის მთიანი რეგიონის პირველი ფორუმი (კავკასიის მთიანი ფორუმი):მეცნიერება და პრაქტიკა მდგრადი განვითარებისათვის

28-30 ნოემბერს, კავკასიის  მთიანი  რეგიონის სამეცნიერო ქსელი (SNC-mt) ატარებს კავკასიის მთიანი რეგიონის პირველ ფორუმს (კავკასიის მთიანი ფორუმი): მეცნიერება და პრაქტიკა მდგრადი განვითარებისათვის. ღონისძიებას უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფორუმი ჩატარდება  შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და გაერთიანებული  ერების ორგანიზაციის  გარემოს დაცვის  პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმი თავს მოუყრის კავკასიის მთიანი რეგიონების განვითარებით დაინტერესებულ 150-მდე მეცნიერს,  მკვლევარს, პრაქტიკოსს და სხვა  დაინტერესებულ პირს. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და შვეიცარიის  ელჩი საქართველოში.

ფორუმი ტარდება კავკასიის  მთიანი  რეგიონის სამეცნიერო ქსელის (http://www.caucasus-mt.net/) ეგიდით და მნიშვნელოვანია კავკასიის  რეგიონში მოღვაწე მეცნიერების, სამთავრობო ექსპერტებისა და პრაქტიკოსებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ღონისძიება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის დიალოგის გაღრმავებას, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების უკეთეს კოორდინაციას. მთიანი რეგიონის მდგრადი  განვითარება მოიცავს  მრავალ დარგობრივ მიმართულებას,  ის  საჭიროებს სხვადასხვა დისციპლინებს შორის კავშირების გაღრმავებას და შესაბამისი ინტელექტუალური რესურსის მობილიზებას.ფორუმი აერთიანებს  მონაწილეებს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორიდან გავლენა აქვს თაობათაშორის თანასწორობასა და სამართლიანობაზე; და მისი წარმატება დამოკიდებული იქნება მეცნიერების, პრაქტიკოსებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების აქტიურ ჩართულობაზე კავკასიის მთიანი რეგიონის შესწავლისა და მართვის პროცესში  როგორც ადგილობრივ, ასვე საერთაშორისო დონეზე.

კავკასიის მთიანი ფორუმი მიზნად ისახავს, შეაჯამოს კავკასიის რეგიონში მდგრადი განვითარების არსებული მდგომარეობა; დასახოს და გამოავლინოს კავშირები სამეცნიერო კვლევას, პოლიტიკის შემუშავებასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის; წარმოაჩინოს კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის მეცნიერულად  დასაბუთებული აუცილებელი ღონისძიებები;  ხელი შეუწყოს  აზრთა გაცვლას “სამეცნიერო დღის წესრიგის” ფორმატში კავკასიაში ერთობლივი კვლევის გასაღრმავებლად და გაზრდოს კავკასიის რეგიონის ცნობადობა ევროპულ და მსოფლიო არენაზე.

პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე