ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-06-09

სახელმწიფო პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრა თსუ–ში

10 ივნისს, 15.00 საათზე,  თსუ მე–5 კორპუსის 313–ე აუდიტორიაში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმოადგილე ნიკოლოზ სეფერთელაძე და სამინისტროს სხვა  წარმომადგენლები გამართავენ  საინფორმაციო შეხვედრას   სახელმწიფო პროგრამაში „ ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულ პირთათვის.
პროგრამა  გულისხმობს ქვემო ქართლის, სამცხე–ჯავახეთის და კახეთის რეგიონის არაქართულენოვან სკოლებში   ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ქართულ ენაზე ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად სწავლებას.
პროგრამის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სთავაზობს: მაგისტრატურაში სწავლის სრულად დაფინანსებას (პროგრამის ბაკალავრი მონაწილეებისთვის) და  ყოველთვიურ შემოსავალს.

Print

« იხ. ყველა სიახლე