ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-03

კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის დეპარტამენტის ინიციატივით, 2013 წლის  6 დეკემბერს  კონსტანტინე გამსახურდიას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური  კონფერენცია გაიმართება.

წარმოდგენილი მოხსენებები უნდა ეხებოდეს კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროს (მხატვრული შემოქმედება, ცხოვრება, საზოგადოებრივი ასპარეზი, სალიტერატურო კრიტიკა  და ა.შ.), აგრეთვე, მწერლის მოღვაწეობის ხანას - მის ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ თავისებურებებს.
 
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2013 წლის 20 ნოემბრამდე  უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა) მოხსენებისათვის მისამართზე:   studentsconference@tsu.ge

საორგანიზაციო კომიტეტში შეირჩევა წარმოდგენილი მოხსენებები, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი იქნება  საინფორმაციო წერილით.  კონფერენციის პროგრამა დაიბეჭდება.

მასალების გაფორმების წესი:

პროფესორი თამარ პაიჭაძე       599 184603                                                
პროფესორი კახაბერ ლორია     577575455
Print

« იხ. ყველა სიახლე