ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-17

სტაჟირება AUF -ის წევრ უნივერსიტეტში

სტაჟირება ევროპის ნებისმიერი ქვეყნის AUF ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო www.auf.org ) წევრ უნივერსიტეტში

სტიპენდიის მისაღებად საბუთების წარდგენა შეუძლია  ნებისმიერ ფრანკოფონ სტუდენტს, რომელიც სწავლობს ბაკალავრიატის IV და მაგისტრატურის II კურსზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება აგრეთვე შეუძლია დოქტორანტს, რომელსაც კვლევის დასასრულებლად ესაჭიროება  ლაბორატორიაში ცდების ჩატარება. სტიპენდია გაიცემა 4 - 12 კვირის  ვადით, 
1 იანვრიდან  30 ივნისამდე  პერიოდში.

ონლაინ შესავსები ფორმულარი

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში.

დოსიეს ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 16 ნოემბერი, 17 საათი  ბუქარესტის  დროით (GMT+2).

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული


საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი tamar.garibashvili@auf.org

ბუქარესტი liliana.lupusor@auf.org

Print

« იხ. ყველა სიახლე