ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-03

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში, იტალია

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად  ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში, იტალია www.unive.it

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: არქეოლოგია, ახალი და უახლესი ისტორია, ფილოსოფია, ანგლისტიკა, რომანული ფილოლოგია (იტალიური ფილოლოგიის მოდული).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ან  იტალიური ენების                        B2 დონეზე ცოდნა!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

შესარჩევი პროცესი:

სტიპენდია მოიცავს:

850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად; მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 360 ევრო).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრი

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 18 ოქტომბრის 16 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmusplus@tsu.ge

დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე - დანართი 3.
 


Print

« იხ. ყველა სიახლე