ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-02-12

საკონსულტაციო ონლაინ-ჩართვა სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთათვის

14 თებერვალს, 13:00 საათზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთათვის ონლაინ-ჩართვა (Live) გაიმართება.

ჩართვის დროს, პირდაპირი ეთერის ფორმატში, ცენტრის პროგრამული სამსახურისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოებას გამოცხადებული სასტიპენდიო კონკურსების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და მათ შეკითხვებსაც უპასუხებენ.

საკონსულტაციო ჩართვისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია ბმულზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე