ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-21

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “დიალოგი საქართველოსა და იაპონიას შორის: ისტორია და სამომავლო სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობა“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“  მიმართულება 2017 წლის 28-29 ივნისს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: “დიალოგი საქართველოსა და იაპონიას შორის: ისტორია და სამომავლო სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობა.“

კონფერენცია ეძღვნება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისათავს.

კონფერენციაში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მონაწილეები განიხილავენ როგორც საქართველო-იაპონიის ურთიერთობების, ისე უშუალოდ იაპონიის ისტორიულ-კულტურულ ასპექტებს.

კონფერენციის დასაწყისი: 10:30 საათი.

მისმართი:ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი ,აუდიტორია 115

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისათავის ფარგლებში, 29 ივნისს 15:00 სათზე, ცნობილი იაპონელი რეჟისორი ტაკეფუმი ცუცუი უჩვენებს თავის მხატვრულ ფილმს "თავისუფალი წარმოსახვა".

მისამართი:თსუ V კორპუსი, აუდიტორია 306 „იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი“



Print

« იხ. ყველა სიახლე