ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-30

ზაფხულის სკოლა - "თსუ 100 - ადამიანი, საზოგადოება და დედამიწა“

18 - 28 ივნისს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა -"თსუ 100 - ადამიანი, საზოგადოება და დედამიწა“ გაიმართება.

მოსწავლეები მოისმენენ თსუ-ის პროფესორების ლექციებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან, ჩატარდება შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან. განხილული იქნება საზოგადოებისათვის აქტუალური თემები:
•უნივერსიტეტი და დამოუკიდებლობა
•წარმატების გაგება სკოლაში: მოსწავლე - მასწავლებელი - მშობელი;
•ადამიანი - ევოლუციის პროდუქტი;
•თანამედროვეობის მხატვრული და მეცნიერული მიღწევები;
•ადამიანის უფლებები;
•მოზარდი - ფსიქოლოგიური პრობლემები, დანაშაულის პრევენცია;
•ერთგვაროვანი და მრავალფეროვანი საზოგადოება - ავტოკრატია და დემოკრატია;
•დედამიწის გლობალური ეკოლოგიური პრობლემები;
•ლოკალური ეკოლოგიური გამოწვევები და სხვ.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9-11 კლასების მოსწავლეებს. შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე (იხ. სარეგისტრაციო ბმული). 

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა უფასოა.

ზაფხულის სკოლა ჩატარდება: 18 – 28 ივნისს, 11.00 – 14.00 სთ.

ი.ჭავჭავაძის გამზ.1; თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა (პირველი კორპუსის ბაღში), მეორე სართული, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.
Print

« იხ. ყველა სიახლე