ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-04-06

დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 35 წელს.

მოხსენების თეზისები მიიღება არა უგვიანეს 5 მაისისა.

თეზისების გაფორმების წესი: მოცულობა (300-500) სიტყვა. შრიფტის ზომა – 12, ფონტი – AcadNusx. მიუთითეთ სახელი, გვარი, მიმართულება, ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი.

მომხსენებელთა თეზისები რეცენზირდება. რეცენზირების პასუხს გაცნობებთ 15 მაისამდე. კონფერენცია გაიმართება 2011 წლის 17 მაისს.  

საკონტაქტო პირი: ამირან ბერძენიშვილი
amiran.berdzenishvili@tsu.ge
aberdzenishvili@yahoo.com
ტელ: 899365845
სამსახური: 230053
Print

« იხ. ყველა სიახლე