ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-04

“დასაქმების სააგენტო ეიჩარი“-ს სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან

8 მაისს 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება “დასაქმების სააგენტო ეიჩარი“-ს სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან.

სააგენტოს ორგანიზებით 15 მაისს გაიმართება სტუდენტური დასაქმების ფორუმი (მილენიუმ ბილთმორი, 12:00 საათი), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ცნობილი მსხვილი კომპანიები (საბანკო, სამომხმარებლო, სამრეწველო და სხვა სექტორებიდან). თითოეულ მათგანს ფორუმზე წარმოდგენილი აქვს ღია ვაკანტური ადგილები, რომელთა შევსებაც უშუალოდ პროექტის მიმდინარეობისას ხდება.

თსუ-ში ფორუმის წინა სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს სტუდენტების ინფორმირებას ფორუმის დეტალების შესახებ, რათა მათ წარმატებით წარადგინონ საკუთარი თავი დამსაქმებლის წინაშე და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. შეხვედრის გარკვეული ნაწილი დაეთმობა ტრენინგს რეზიუმეს სწორად და მიზნობრივად შედგენის საკითხებზე.

გთხოვთ დაესწროთ შეხვედრას და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია!

ასევე ეწვიეთ ვებგვერდს

მისამართი: თსუ, პირველ კორპუსი, 317-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე