ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-17

სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი  აცხადებს  შერჩევას, პროფესიულ სასწავლო პროგრამაში - ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა - მონაწილეთა მისაღებად.  

პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის.

პროგრამას განახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.     

პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: ეკონომიკა, საერთაშორისო უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, ევროპული ინტეგრაცია, საჯარო პოლიტიკა, კვლევის მეთოდები, პოსტსაბჭოთა სივრცე და საერთაშორისო ფინანსები, სულ დაახლოებით  200 აკადემიური საათი. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები.

სამუშაო ენა - ინგლისური და ქართული, მეცადინეობები გაიმართება საღამოს საათებში.

პროგრამა დაიწყება 2016 წლის მაისის ბოლოს და დასრულდება 2017 წლის აპრილში.  (შესვენება აგვისტო და სექტემბრის პირველი კვირა)

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს, პარლამენტის თანამშრომლებსა, ახალგაზრდა მკვლევარებსა და  სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს. 

პროგრამაში შერჩევის კრიტერიუმები:  უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, შესასწავლი სფეროების მიმართ ინტერესი.

შერჩევის პროცესი:პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ: 1) სამოტივაციო წერილი, 2) სარეკომენდაციო წერილი და 3) CV  ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:nationalsecurity@gfsis.org  

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19 მაისი, 2016, 18:00 სთ.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.    

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს, ქეთევან ემუხვარს, ტელ: 2 47 35 55 (სამსახური), kemukhvari@gfsis.org

Print

« იხ. ყველა სიახლე