ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-01

გიორგი ახვლედიანის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საუნივერსიტეტო კონფერენცია

გიორგი ახვლედიანის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი
სტუდენტთა საუნივერსიტეტო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამაარსებლის აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის (1887-1973) 125 წლისთავის აღსანიშნავად 2012 წლის 21 აპრილს ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო კონფერენცია. თემატიკა შეზღუდული არ არის და, შესაბამისად, ფაკულტეტის ყველა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მოხსენებები შემდეგ სექციებში წაიკითხება:
•    ენათმეცნიერება
•    ლიტერატურა, ფოლკლორისტიკა, მითოლოგია
•    არქეოლოგია, ფიზიკური ანთროპოლოგია, ეთნოლოგია
•    ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა
•    ფილოსოფია, თეოლოგია (ძველი და თანამედროვე რელიგიები)
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა პირადი მონაცემები (სახელი და გვარი, ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი საფეხურისა და კურსის მითითებით), სამეცნიერო ხელმძღვანელი, მოხსენების სახელწოდება ქართულად, ტელეფონი და ელ-ფოსტა) და მოხსენებები გამოაგზავნეთ 2012 წლის
31 მარტამდე ელ-ფოსტაზე: 
linguistics@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე