ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-16

ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საყურადღებოდ!

2013 წლის 23 ოქტომბერს, 13:00-დან 14:00 საათამდე, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში თსუ პრორექტორის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხელმძღვანელობით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში არსებულ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით. შეხვედრა გამიზნულია საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.

Print

« იხ. ყველა სიახლე