ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-02

კონფერენცია „იმპერიალიზმი კავკასიაში: ნაციონალიზმი, ეთნიკურობა და სახელმწიფოებრიობა 1870-1920-იან წლებში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 6-8 ივნისს გაიმართება იუტას უნივერსიტეტის (აშშ) თურქული კვლევების პროექტის მე-4  კონფერენცია  „იმპერიალიზმი კავკასიაში: ნაციონალიზმი, ეთნიკურობა და სახელმწიფოებრიობა 1870-1920-იან წლებში.“
კონფერენციის ორგანიზატორია: იუტას უნივერსიტეტი (აშშ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტი.
კონფერენციის მიზანია კავკასიაში ეროვნული იდენტობისა და ეთნიკური ევოლუციის შესწავლა.  კონფერენციაზე განხილული იქნება თანამედროვე რეალობის ფორმირება კავკასიაში სამი იმპერიის: ოსმალეთის, მეფის რუსეთის და ირანის  დაშლის შემდეგ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, რომლებიც ამ თემაზე წარმოადგენენ უახლეს კვლევებს.
კონფერენციის ძირითადი თემებია: იმპერიის დაშლა, რუსული ორიენტალიზმი (აღმოსავლური ხედვა), ნაციონალიზმი, ეთნიკურობა, რელიგია.

Print

« იხ. ყველა სიახლე