ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-08-01

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყო 7 სტიპენდია 2018/2019 აკადემიური სასწავლო წლისთვის, ჩეხურენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის, სწავლების სამივე საფეხურზე. სტიპენდიები განკუთვნილია შემდეგი სპეციალობებისთვის: მედიცინა, ტექნიკური მეცნიერებები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ქიმია, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები და ელექტროინჟინერია.

დეტალური იფორმაცია სტიპენდიებისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ იხილეთ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებგვერდზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე