ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-10-18

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,განათლება გლობალიზაციის ეპოქაში – 21–ე საუკუნის გამოწვევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პედაგოგიკის ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

,,განათლება გლობალიზაციის ეპოქაში  – 21–ე  საუკუნის გამოწვევები“

კონფერენცია ჩატარების თარიღი :  2011 წლის 9 – 10 დეკემბერი

კონფერენციის თემატიკა მოიცავს განათლების მეცნიერებებისა და მასწავლებელთა განათლების ყველა ასპექტს:

განათლების მეცნიერებები:
მასწავლებელთა განათლება:
მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ 2011წ.  1 ნოემბრამდე საკონფერენციო მოხსენების სრული ვერსია (არაუმეტეს 6 გვერდისა, Sylfaen, 10, ინტერვალი - 1,5) და ინფორმაცია ავტორ(ებ)ის შესახებ (სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა, სამუშაო ადგილი, ელ-ფოსტა) გადაგზავნონ  მისამართზე: izabela.petriashvili@tsu.ge

პასუხი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ავტორებს ეცნობებათ 2011წ. 7 ნოემბრამდე.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური
სარეგისტრაციო გადასახადი: 50 ლარი

ENG
Print

« იხ. ყველა სიახლე