ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-03

საერთაშორისო ორგანიზაცია oikos და თსუ გიწვევთ!

საერთაშორისო ორგანიზაცია oikos  და თსუ გიწვევთ საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-სა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში - საერთაშორისო ეკონომიკური საზაფხულო სკოლა.

თემა : „სოციალური მეწარმეობა განვითარებად ქვეყნებში“

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობის გაზრდას სოციალურ მეწარმეობის სფეროში. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ლექცია-სემინარებს, რომელსაც გაუძღვებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, გაიზიარონ პროფესიონალების პრაქტიკული  გამოცდილება და მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება ჯგუფურ სამუშაოებსა და ქეისების განხილვაში.

პროექტი მოიცავს ზაფხულის 10 დაუვიწყარ დღეს, რომელიც დატვირთული იქნება როგორც აკადემიური საათებით, ასევე  გასვლითი ტურებით, ლაშქრობებითა და ექსკურსიებით. ასევე დაიგეგმება სხვადასხვა ახალგაზრდული გასართობი ღონისძიებები. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით, კვებითა და ტრანსპორტირებით.

პროექტის ვადები: 28 აგვისტო - 6 სექტემბერი

• დარეგისტრირდი მონაწილედ - 15 ივლისამდე წარმოადგინე შენი აპლიკაცია და ესე
• დარეგისტრირდი ბიზნესი იდეების კონკურსზე - 9 ივნისამდე წარმოადგინე შენი აპლიკაცია და ბიზნეს-წინადადება, გაიმარჯვე იდეების კონკურსში და მიიღე შესაძლებლობა განავითარო საკუთარ ორიგინალურ იდეაზე დაფუძნებული სოციალური საწარმო
• დარეგისტრირდი და მიიღე მონაწილეობა საზაფხულო სკოლის პროგრამის საჯარო ღონისძიებებზე

მონაწილეებზე გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატები

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საზაფხულო სკოლის ვებგვერდს: www.oikos-summerschool.org

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ–ფოსტაზე: info@oikos-summerschool.org

პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

Print

« იხ. ყველა სიახლე