ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-05

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა

გიწვევთ  აკაკი წერეთლის  დაბადებიდან 175  და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა  - მონაწილეობის მისაღებად!

ორგანიზატორი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი;

ჩატარების თარიღი:   22-23 ივნისი, 2015 წ.


მოხსენებების თემატიკა:
1.აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება;
2.აკაკი წერეთლის  შემოქმედება და თანამედროვეობა;
3.აკაკი წერეთლის შემოქმედება ქართული და მსოფლიო ლიტერატურების კონტექსტში; 
4.აკაკი წერეთლის შემოქმედება კულტურათშორისი კომუნიკაციისა  და კულტურათა დიალოგის თვალსაზრისით;
5.XIX საუკუნის ქართული და მსოფლიო სალიტერატურო პროცესები.

სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, რუსული;
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება
დაუსწრებლად მონაწილეობა

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზესები გამოაგზავნოთ 2015 წლის  15 მაისამდე  შემდეგ მისამართზე akakiconference2015@tsu.ge

განაცხადის ფორმა:
კონფერენციის მონაწილის სახელი და გვარი;
აკადემიური თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, ორგანიზაცია;
მოხსენების სათაური;
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონის ნომრები).

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა:    12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა)

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს,  მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ  2015 წლის 20  მაისს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.

კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი: 
•უცხოელი მეცნიერებისათვის  - 40 ევრო;
•ქართველი მეცნიერებისათვის - 40 ლარი;
•თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 70 ლარი;
სარეგისტრაციო გადასახადი ითვალისწინებს შემდეგს:
•კონფერენციის ბეჭდური მასალა (პროგრამა, თეზისები);
•ყავა–ჩაის შესვენებებს კონფერენციის მიმდინარეობისას;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
მიმღების ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 708967253

გადარიცხვისას მიუთითეთ:
 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა 
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს.
 
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.1. ოთახი N 204

საკონტაქტო პირი;  ნინო პოპიაშვილი  ტელ.:  +995577719989
ელ.ფოსტა: akakiconference2015@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე